ფეხბურთი

2:37 | 1.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

"აუგსბურგი" – გატანას კლას-იანი ფორვარდი სჭირდება

გელზენკირხენის "შალკემ" თამაშით ვერა, მაგრამ ანგარიშით აჯობა "აუგსბურგს". იაპონელი უჩიდას გარღვევის შემდეგ, ჰოლანდიელმა კლას-იან ჰუნტელაარმა გაიტანა და ეს გოლი ერთადერთი აღმოჩნდა მატჩში. ჰუნტელაარმა 37-ე წუთზე მიითვალა გოლი.

"ხუმარების" სუსტი თამაში, ალბათ, იულიან დრაქსლერის ტრავმის ბრალიცაა. "შალკეს" შემტევი მე-4 წუთზე დაშავდა და შესაცვლელი გახდა – ერთი შეხედვით, ტრავმა სერიოზული უნდა იყოს, თუმცა ექიმები მოგვიანებით იტყვიან, რა დრო გაუცდება ფეხბურთელს.

"აუგსბურგიდან" გამოირჩეოდნენ ალექსანდრ ეშვაინი, რაულ ბობადილია და მარჯვენა მცველი რაჰმან ბაბა. სტუმრებს ბევრი შანსი ჰქონდათ, მაგრამ მეტწილად არაზუსტად ურტყამდნენ, ხან კი მეკარე ფერმანი და მცველები ახერხებდნენ ხიფათის განმუხტვას. სხვა გუნდი "შალკეს" დასჯიდა, მაგრამ აუგსბურგელებს კლასი არ ეყოთ.

შალკე-აუგსბურგი 1:0 (1:0)

შალკე: ფერმანი, აოგო, ჰიოვედესი, კირხოფი, უჩიდა, ჰიოგერი (ფუხსი 84), ნოიშტადტერი, დრაქსლერი (ობასი 4), მაქს მაიერი, ჩუპო-მოტინგი (კლემენსი 73), ჰუნტელაარი

მწვრთნელი: რობერტო დი მატეო

აუგსბურგი: ჰიტცი, ბაბა, კლავანი, კალსენ-ბრაკერი, ვერჰაეგი, ბაიერი, კორი (ტომი 73), ტობიას ვერნერი (კაიუბი 83), ალტინტოპი, ეშვაინი (მატავჟი 58), ბობადილია

მწვრთნელი: მარკუს ვაინცირლი

გაფრთხილება: კირხოფი (66), კორი (70), აოგო (84),კაიუბი (86)

მსაჯი: დინგერტი

0.133176