ფეხბურთი

16:47 | 31.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

კანტონამ მოურინიო და ბიელსა შეაქო

ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა ერიკ კანტონამ Franca 2 -თან საუბრისას ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო და მარსელის „ოლიმპიკის“ დამრიგებელი მარსელო ბიელსა შეაქო.

„მომწონს ბიელსას მიერ გაწვრთნილი „მარსელი“, მისი საფეხბურთო გემოვნება. ასევე მინდა აღვნიშნო ჯოზე მოურინიო, რომელის გუნდი ასევე დამაჯერებლად ასპარეზობს. მომწონს ეს ორი სპეციალისტი“ - დასძინა კანტონამ.

მარსელის „ოლიმპიკმა“ 11 მატჩში 25 ქულა დააგროვა, „ლიგა 1“ -ს უდგას სათავეში და „პსჟ“-ს 4 ქულით უსწრებს, ასევე 4-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს ინგლისურ პრემიერლიგას ლონდონის „ჩელსი“. ლონდონელებმა ჩატარებულ 9 შეხვედრაში 23 ქულა დააგროვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.103682