ინგლისური “ლივერპულის კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა განაცხადა, რომ მისი მომავალი მთლიანად მერსისაიდული კლუბის ხელშია.
34 წლის ფეხბურთელის თქმით, ის სეზონის დასრულების შემდეგ ფეხბურთიდან წასვლას არ აპირებს, თუმცა არ იცის თუ რომელი გუნდის მაისურით გააგრძელებს კარიერას.
“ჩემი კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე ცოტა დრო დარჩა. მე ნამდვილად არ ვაპირებ ფეხბურთიდან წასვლას და მომდევნო სეზონშიც ვითამაშებ. ჩემი მომავალი “ლივერპულის” ხელშია, ვნახოთ ისევ აქ ვითამაშებ თუ სხვაგან” – განაცხადა ჯერარდმა.
სტივენ ჯერარდს კონტრაქტი “ლივერპულთან” სეზონის ბოლოს უმთავრდება.