ფეხბურთი

12:34 | 31.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულმა" ოჩოასთვის 5 მილიონი გაამზადა

ესპანური მედიის ინფორმაციით, მექსიკის ეროვნული ნაკრების და ესპანური "მალაგას" მეკარე გილერმო ოჩოა კარიერას "ლივერპულში გააგრძელებს. ინგლისელები მზად არიან მექსიკელ კიპერში 5 მილიონი გირვანქა გადაიხადონ.

გილერმო ოჩოას, რომელიც ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე საუკეთესო მეკარეთა შორის აღმოჩნდა, "მალაგაში" ჯერჯერობით არ უთამაშია. გუნდის მთავარი მწვრთნელი ძირითად შემადგენლობაში კარლოს კამენის აყენებს.

"მერსისაიდელების" მთავარი მეკარის ბელგიელი სიმონ მანოლეს შემცვლელი ავსტრალიელი ბრედ ჯონსია. რამდენიმე დღის წინ ბრიტანული მედია ინგლისურ კლუბს ვიქტორ ვალდესსაც უკავშირებდა. აქედან გამომდინარე, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "ლივერპული" რომელიმე მეკარის ტრანსფერს განახორციელებს.

0.112305