ინგლისური “სანის” ინფორმაციით, ლონდონის “არსენალი” მზადაა, “ჩელსის” მეკარე პეტერ ჩეხის სანაცვლოდ 7 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადოს.
33 წლის ჩეხმა “არისტოკრატების” ძირითად შემადგენლობაში ადგილი მას შემდეგ დაკარგა, რაც გუნდში ბელგიელი ტიბო კურტუა მივიდა.
ბოლო დროს ჩეხის მომავალ კარიერას თურქულ “ბეშიქთაშსაც” უკავშირებდნენ.