ფეხბურთი

15:12 | 16.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

დეპაიმ შესაძლოა ლატვიასთან ვერ ითამაშოს

ჰოლანდიური მედიის ინფორმაციით, პსვ-ს შემტევმა მემფის დეპაიმ 15 ნოემბერს "ნარინჯისფერთა" მორიგი ვარჯიში გამოტოვა და შესაძლოა ლატვიასთან ევროშესარჩევის მატჩიც გაუცდეს.

ჯერჯერობით უცნობია, რატომ არ მიიღო დეპაიმ ვარჯიშში მონაწილეობა. ივარაუდება, რომ პსვ-ს ფეხბურთელს გუს ჰიდინკი სასტარტო შემადგენლობაში არ ათამაშებს და შეცვლაზე თუ გამოიყვანს.

ჰოლანდიელი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში შესანიშნავად გამოიყურება. ყველა ტურნირზე მან 13 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 12 გოლი და 5 საგოლე გადაცემაც შეასრულა. დეპაი უკვე ყალიბდება "ნარინჯისფერთა" ერთ-ერთ საკვანძო ფეხბურთელად და "ნარინჯისფერთათვის" მისი მოედანზე არყოფნა დანაკლისი იქნება.

ჰოლანდიის და ლატვიის დაპირისპირება დღეს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. წარუმატებლობის შემთხვევაში გუს ჰიდინკი ეროვნული ნაკრების მწვრთნელის თანამდებობას დატოვებს. გუნდს 3 თამაშიდან 2 წაგება აქვს.

0.105337