იტალიური “ფიორენტინას” 27 წლის თავდამსხმელი ჯუზეპე როსი სეზონის მოსამზადებელ ეტაპზე დაშავდა. იგი ახლა ამერიკაშია და იქ მკურნალობს.
როსის აგენტი, ანდრეა პასტორელო ამბობს, რომ მისი კლიენტი თავს უკეთ გრძნობს და ნოემბრის მეორე ნახევრიდან ფლორენციაში დაბრუნდება.
“ჯუზეპე მორალურად გაცილებით უკეთაა, ვიდრე წინა ტრავმების დროს. 17 ნოემბერს აშშ-ში ბოლო გამოკვლევას ჩაიტარებს და შემდეგ ფლორენციაში დაბრუნდება”, – განაცხადა პასტორელომ.
“ფიორენტინას” მედიკოსები როსის მოედანზე დაბრუნებას ახალი წლის შემდეგ ელოდებიან.