ფეხბურთი

16:35 | 30.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

გვალია ვარჯიშს შეუდგა

ნახევარმცველმა ლაშა გვალიამ “ზესტაფონის” რიგებში ვარჯიში განაახლა. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

ერთი თვის წინ, გვალიას კუნთი დაუზიანდა და თანაგუნდელებს ამის გამო ვერ ეხმარებოდა. მიმდინარე სეზონში 23 წლის ფეხბურთელმა 7 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

გვალია “ზესტაფონში” ზაფხულში გადავიდა. გასულ სეზონში, ის რუსეთის პრემიერლიგის კლუბ “ურალში” ირიცხებოდა.

0.118865