“საუთჰემპტონის” ჰოლანდიელი მწვრთნელი რონალდ კუმანი “პალერმოს” შემტევის პაულო დიბალას გადაბირებით დაინტერესდა. “დეილი მირორის” ცნობით ინგლისური კლუბი იანვრის თვეში ეცდება 20 წლის არგენტინელის დამატებას.
დიბალა არგენტინის ქალაქ კორდობაში დაიბადა. საფეხბურთო კარიერა ამავე ქალაქის კლუბ “ინსტიტუტოში” დაიწყო. იყო არგენტინის 17 და 21-წლამდელთა ნაკრების წევრი, ხოლო 2012 წელს “პალერმოში” გადავიდა.
დიბალამ მიმდინარე სეზონი წარმატებით დაიწყო, პალერმოელთა მაისურით 9 მატჩი ჩაატარა, გააკეთა 2 საგოლე პასი და გაიტანა ამდენივე გოლი.
ჰოლანდიელი მწვრთნელი ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებას ახერხებს ხოლმე და პაულოთი დაინტერესება ამ ფაქტორსაც უნდა მივაწეროთ.