დღე არ გავა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” შესახებ ახალი ინფორმაცია არ გაჟღერდეს.
ამჯერად გერმანული გამოცემა “ბილდი” გვამცნობს, რომ ლუის ვან გაალის ინტერესის ქვეშ, გელზენკირხენის “შალკეს” ორი ფეხბურთელი, 26 წლის მცველი ბენედიქტ ჰიოვედესი და 21 წლის ნახევარმცველი იულიან დრაქსლერი მოხვდნენ.
დრაქსლერის მიმართ ინტერესს მეორე ინგლისური კლუბი, “არსენალიც” იჩენს.