ლონდონის “ჩელსის” ფორვარდი დიეგო კოშტა სათამაშოდ მზადაა. ჟოზე მოურინიოს განკარგულებაში კოშტა შაბათს, ქპრ-ს წინააღმდეგ მატჩში იქნება.
დიეგო კოშტამ ბოლოს 5 ოქტომბერს “არსენალის” წინააღმდეგ ითამაშა. “ჩელსის” რიგებში პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ფეხბურთელს 7 თამაშში 9 გოლი აქვს გატანილი.