ფეხბურთი

3:59 | 30.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ნიუკასლი” აღარ ხუმრობს, “საუთჰემპტონი” “სტოკს” ერჩის

გუშინ ინგლისის ლიგის თასის 1/8 ფინალური ეტაპის დარჩენილი 3 შეხვედრა გაიმართა, რომელთაგან ყველაზე დიდ ინტერესს “მანჩესტერ სიტისა” და “ნიუკასლის” დაპირისპირება იწვევდა.
სეზონის სტარტი “ნიუკასლმა” პირწმინდად ჩააგდო და ალან პარდიუ ბეწვზე გადაურჩა გაგდებას, თუმცა ბოლო პერიოდში “კაჭკაჭებმა” თამაში გამოასწორეს და პრემიერლიგაში ზედიზედ ორ შეხვედრაში იმარჯვეს. პარდიუს გუნდს კრიტიკამ აშკარად არგო და მშვენიერ ფორმაში შევიდა. გუშინ “ჯორდებმა” ფაქტიურად მეორე შემადგენლობით ითამაშეს, თუმცა მშვენივრად იბურთავეს და ძალიან ძლიერი კოლექტივით მოასპარეზე “მანჩესტერ სიტი” მისსავე სტადიონზე ორბურთიანი სხვაობით დაამარცხეს. სტუმრები მატჩის დებიუტშივე აარონსმა დააწინაურა. მანუელ პელეგრინის შეგირდები ბევრს უტევდნენ და გატანის არაერთი შანსი ჰქონდათ, თუმცა გოლი აქეთ მიიღეს. 75-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა სისოკომ მეორე ბურთი გაიტანა და შეხვედრის ბედი გადაწყვიტა - “ნიუკასლი” 1/4 ფინალშია.

გასულ ტურში, პრემიერლიგაში “საუთჰემპტონმა” “სტოკი” 1:0 დაამარცხა. გუშინ, “სტოკის” ფეხბურთელები რევანშისთვის ემზადებოდნენ, თუმცა რონალდ კუმანის გუნდის წინააღმდეგ კვლავ ვერაფერი გააწყვეს და ამჯერადაც დამარცხდნენ. პირველ ნახევარში პელესა და ლონგის გოლებით სტუმრები 0:2 იგებდნენ.
მეორე ტაიმი, მარკ ჰიუზის შეგირდებმა აქტიურად დაიწყეს და 49-ე წუთზე ნ’ზონზიმ ერთი ბურთი გაქვითა. მასპინძლები ამას არ დასჯერდნენ და 82-ე წუთზე დიუფმა ანგარიში გაათანაბრა. თითქოს, რომ შეხვედრა დამატებით დროში უნდა გადასულიყო, თუმცა გრაციანო პელემ დუბლი შეასრულა და “წმინდანებს” შემდეგი ეტაპის საგზური მოუპოვა.

რაც შეეხება ლონდონის “ტოტენჰემს”, მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა ჩემპიონშიფის “ბრაიტონი” მიიღო და ზედმეტი პრობლემების გარეშე დაამარცხა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ჯერ ერიკ ლამელამ გაუტანა უალტონს, ხოლო 74-ე წუთზე ჰარი კეინმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0.

მანჩესტერ სიტი – ნიუკასლი 0:2 (0:1)

მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”

მანჩესტერ სიტი (4-4-2): კაბალიერო, დემიჩელისი, მანგალა, კოლაროვი, სანია, ფერნანდინიო, ტურე (ნავასი 60), სილვა (ნასრი 8, აგუერო 70), მილნერი, იოვეტიჩი, ჯეკო.
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

ნიუკასლი (4-3-3): ელიოტი, დუმეტი, კოლოჩინი, ჰაიდარა, ჯანმაატი (სისოკო 64), ტეილორი, აბეიდი, კოლბეკი, აარონსი (ამეობი 46), ობერტანი, ამსტრონგი (რივიერი 65).
მწვრთნელი: ალან პარდიუ

გოლები: 0:1 აარონსი (6), 0:2 სისოკო (75).
გაფრთხილებები: მანგალა, აგუერო, მილნერი – დუმეტი, ამეობი
მსაჯი: სტიუარტ ატველი

სტოკი – საუთჰემპტონი 2:3 (0:2)

სტოკი, “ბრიტანია სთედიუმი”

სტოკი (4-2-3-1): ბეგოვიჩი, უილსონი, შოუკროსი, პიტერსი, ბერდსლი, ნ’ზონზი, კამერონი (ადამი 73), კრკიჩი (კრაუჩი 73), უოლტერსი, არნაუტოვიჩი, დიუფი.
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

საუთჰემპტონი (4-3-3): ფორსტერი, გარდოში (ალდერვეირელდი 93), ფონტე, კლაინი, ტარგეტი, ვანიამა, შნეიდერლენი, დევისი (კორკი 92), ტადიჩი, ლონგი, პელე.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

გოლები: 0:1 პელე (6), 0:2 ლონგი (30), 1:2 ნ’ზონზი (49), 2:2 დიუფი (82), 2:3 პელე (88).
გაფრთხილებები: ბერდსლი, უილსონი, ადამი, კრაუჩი – ფონტე, პელე
გაძევება: კრაუჩი (88).
მსაჯი: ლი მეისონი

ტოტენჰემი – ბრაიტონი 2:0 (0:0)

ლონდონი, “უაით ჰართ ლეინი”

ტოტენჰემი (4-4-2): ვორმი, ფასიო, ვერტონგენი, დევისი, ნოუტონი, სტამბული, დემბელე, თაუნსენდი (ჩადლი 80), ლენონი (ლამელა 46), კეინი (პაულინიო 83), სოლდადო.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

გოლები: 1:0 ლამელა (54), 2:0 კეინი (74).
გაფრთხილებები: ფასიო
მსაჯი: მარკ კლატენბურგი

0.150584