სლოვენიის საკალათბურთო ჩემპიონატში პირველი მარცხი განიცადა მიხეილ ბერიშვილის “ზლატოროგმა”. ლაშკოელები შინაურ კედლებში ასევე წაუგებელ “ტაიფუნს” დაუხვდნენ და 77:86 წააგეს.
ქართველმა კალათბურთელმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 21:26 წუთში 5 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ბერიშვილმა ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.
“ზლატოროგს” 3 მოგება და 1 მარცხი აქვს, მომდევნო მატჩს კი 8 ნოემბერს სტუმრად “მარიბორთან” ჩაატარებს.
მაკედონიის ჩემპიონატის მატჩში უცნობ მიზეზთა გამო, ისევ არ უთამაშია გიორგი ცინცაძეს, მისმა “სკოპიემ” კი აუტსაიდერი “ვოდვანსკი ლისიცი” 84:53 გაანადგურა.