“კლივლენდ კავალიერსის” მთავარმა მწვრთნელმა დევიდ ბლატმა კრიშტიანუ რონალდუ და ლებრონ ჯეიმსი შეადარა.
“სამწუხაროდ “ელ კლასიკოსთვის” არ მიყურებია, როგორც იცით ამერიკაში ფეხბურთს ხშირად არ აჩვენებენ. კრიშტიანუ რონალდუ შესანიშნავი მოთამაშეა, როგორც მესი, მარადონა ან თუნდაც ლებრონ ჯეიმსი. ასეთი ვარსკვლავები ქმნიან ისტორიას.” – აღნიშნა ბლატმა.