კალათბურთი

14:07 | 16.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას 11 ქულა და გამარჯვება ბასკურ დერბიში

თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩამ” ესპანეთის ჩემპიონატში “გიპუსკოა ბასკეტს” 79:62 სძლია და სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილს თავი დააღწია.

სან სებასტიანელებთან მატჩში, ქართველმა ფორვარდმა ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 24:07 წუთში 11 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა.

თორნიკემ 6-დან 3 ორქულიანი, 2-დან სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელვე დაუფარეს, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერე დაჯარიმდნენ.

ბასკური კლუბის რიგებში საუკეთესო ფრანგი გამთამაშებელი ტომას უერტელი გახლდათ 15 ქულითა და 8 პასით, ლატვიელმა დევის ბერტანსმა 13 ქულა ჩააგდო, კიდევ ერთმა ფრანგმა – ფაბიენ კოსიემ კი – 12.

“ლაბორალ კუჩამ” 3 მოგება და 4 მარცხი მოაგროვა და ტურის სხვა მატჩების დასრულებამდე მე-11 ადგილზე იმყოფება. შენგელიას კლუბი ესპანეთის ჩემპიონატში მორიგ მატჩს 23 ნოემბერს ბადალონაში “ხუვენტუტთან” ჩაატარებს, 20-ში კი, ევროლიგის ეგიდით, კლაიპედას “ნეპტუნასს” ესტუმრება.

0.118565