ფეხბურთი

21:07 | 29.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბილიჩი: “მოდრიჩი, თავის პოზიციაზე, მსოფლიოში საუკეთესოა”

“ბეშიქთაშის” ხორვატი დამრიგებელი სლავენ ბილიჩი მისი თანამემამულის, ლუკა მოდრიჩის მსოფლიოს 23 საუკეთესო ფეხბურთელს მიღმა დარჩენის გამო იმედგაცრუებულია.

ცოტა ხნის წინათ, FIFA-მ ის 23 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც “ოქროს ბურთის” მოგების კანდიდატები არიან. ჩამონათვალში ვერ მოხვდა ლუკა მოდრიჩი, რომელიც ერთი დღით ადრე ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ნახევარმცველად დაასახელეს.

“ესპანეთის ჩემპიონატში თამაშს ნახევარმცველები წარმართავენ, მოდრიჩი კი ამ ლიგის საუკეთესო შუახაზელად დასახელდა.

ლუკამ 23 ფეხბურთელს შორის მოხვედრა დაიმსახურა. პიარის ნაკლებობა ერთადერთი მიზეზია, რის გამოც ის საუკეთესოთა შორის ვერ მოხვდა. ის თავმდაბალი და თავშეკავებულია ადამიანია.

მოდრიჩი “ოქროს ბურთს” ვერასდროს მოიგებს, რადგნ ეს ჯილდო კრიშტიანუ რონალდუსთვის, ლიონელ მესისთვის, ზლატან იბრაჰიმოვიჩისთვის, არიენ რობენისთვის და ფრანკ რიბერისთვის არსებობს. თუმცა, ლუკა კანდიდატთა შორის უნდა იყოს. შესაძლოა, მას მსოფლიოს ჩემპიონატზე არ გაუბრწყინია, მაგრამ ამ ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

არ ვამბობ, რომ მოდრიჩი “რეალის” საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ რონალდუს შემდეგ ის გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი წევრია. თავის პოზიციაზე კი, ის მსოფლიოში საუკეთესოა.” – აცხადებს ბილიჩი.

0.116652