ფეხბურთი

20:35 | 29.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

კლატენბურგმა ედ შირანის კონცერტის გამო, მსაჯთა კოდექსი დაარღვია

ცნობილი ინგლისელი მსაჯი, მარკ კლატენბურგი არასასიამოვნო სიტუაციაში მოხვდა. პრემიერლიგის მე-9 ტურის ერთერთ შეხვედრას, “ვესტ ბრომვიჩი” – “კრისტალ პალასს” სწორედ კლატენბურგი უძღვებოდა. ცნობილი არბიტრი, ყურადღების ცენტრში არასაფეხბურთო მიზეზის გამო მოექცა.

აღნიშნული შეხვედრის დღეს, ნიუკასლში ცნობილი მომღერლის ედ შირანის კონცერტი იყო დაგეგმილი, რომლის დიდი თაყვანისმცემელია 39 წლის მსაჯი. იმის გამო, რომ კლატენბურგს კონცერტზე მისვლა მოესწრო, ის საკუთარი მანქანით გაემგზავრა ნახსენებ მატჩზე სამსაჯოდ, რათა შემდგომ სწრაფად წასულიყო კონცერტზე. ყოველივე ეს, მსაჯთა კოდექსით აკრძალულია. ის ვალდებული იყო, რომ მსაჯთა ბრიგადასთან ერთად გამგზავრებულიყო დანიშნულების ადგილას.

გარდა ამისა, მატჩის დასრულების შემდგომ კლატენბურგი “კრისტალ პალასის” მთავარ მწვრთნელთან, ნილ უორნოკთან სატელეფონო საუბრისას შეამჩნიეს, რაც ასევე აკრძალულია.

ინგლისის ფეხბურთის ფედერაციამ, კლატენბურგის წინააღმდეგ სანქციები გაატარა და ის პრემიერლიგის მე-10 ტურში არ იმსაჯებს.

0.110266