საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი სოლომონ კვირკველია, რომელმაც მიმდინარე სეზონში ყაზანის “რუბინში” თერთმეტიდან თერთმეტი მატჩი ჩაატარა, რუსეთის პრემიერლიგის მე-11 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
განვლილ ტურში, “რუბინმა” სტუმრად მოსკოვის “დინამო” დაამარცხა (2:0) და კვირკველიამ საიმედოდ ითამაშა, გაუმკლავდა რა მასპინძელთა გერმანელ ფორვარდს კევინ კურანის.
“ცენტრალურ მცველთა წყვილი ნავასი-კვირკველია თავს არაკომფორტულად გრძნობს, როდესაც “რუბინი” პირველ ნომრად თამაშობს და დიდი ძალებით უტევს. ამ შემთხვევაში მცველები დიდ გახსნილ სივრცეში მოქმედებენ. იმის გათვალისწინებით, რომ მათ სისწრაფის პრობლემები აქვთ, შეცდომებს უშვებენ. “დინამოსთან” მატჩში “რუბინი” თავს კომპაქტურად იცავდა. ასეთ თამაშში კვირკველია საკმაოდ თავდაჯერებულია. მან კურანის დუელი მოუგო, 8 გადაცემა ჩაჭრა, 7 ორთაბრძოლა მოიგო – განვლილ ტურში ამ მაჩვენებლით ქართველ მცველთან ახლოსაც ვერავინ მივიდა” – იუწყება championat.com-ი.