Bild-ის ინფორმაციით, გერმანიის ნაკრების და დორტმუნდის "ბორუსიის" შემტევმა მარკო როისმა საავადმყოფო დატოვა და უახლოეს მომავალში ვარჯიშს შეუდგება.
გერმანელმა ფეხბურთელმა "გლადბახის" წინააღმდეგ მოგებულ მატჩში (1:0) მყესისა და მარჯვენა კოჭის ტრავმა მიიღო და ნაკრებს გამოაკლდა, მაგრამ როისის დაზიანებები სერიოზული არ აღმოჩნდა და კლუბის ექიმების განცხადებით, იგი მოედანს "პადერბორნთან", 22 ნოემბერს დაუბრუნდება.
დორტმუნდელებს საკვანძო ფეხბურთელის დაბრუნება ძალიან სჭირდებათ, რადგან ბუნდესლიგაში 11 ტურის შემდეგ "ბორუსიას" 10 ქულით მე-15 ადგილი უკავია.
როისმა სეზონში 10 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემასაც მოუყარა თავი.