ფეხბურთი

14:23 | 29.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარტინო: "ტევესს სასტარტოში მოსახვედრად ბრძოლა აგუეროსა და იგუანთან მოუწევს"

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ A Bola-სთან საუბრისას განაცხადა, რომ "ალბისელესტეს" სასტარტო შემადგენლობაში მოსახვედრად კარლოს ტევესს კონკურენციის გაწევა სერხიო აგუეროსა და გონსალო იგუაინთან მოუწევს.

"ჩვენი ტაქტიკიდან გამომდინარე, ტევესი გამოკვეთილი თავდამსხმელი იქნება, შესაბამისად მას ძირითად 11 ფეხბურთელში მოსახვედრად ბრძოლა აგუეროსა და იგუაინს შორის მოუწევს. ჩვენ ორი თავდამსხმელით ვითამაშებთ. ჯერჯერობით ტევესთან არ მილაპარაკია, თუმცა შეკრებაზე ამისთვის ბევრი დრო მექნება." - განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა.

ხერარდო მარტინომ ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელი კარლოს ტევესი ნაკრებში სამწლიანი პაუზის შემდეგ დააბრუნა. არგენტინელები 12 და 18 ნოემბერს ამხანაგურ მატჩებს ლონდონსა და მანჩესტერში ხორვატიისა და პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებებთან გამართავენ.

0.121254