ქართველმა ჩოგბურთელმა ალექსანდრე მეტრეველმა თურქეთის ქალაქ ანტალიის 10-ათასიანი ტურნირის ნახევარფინალში გააღწია.
მე-8 ნომრად განთესილმა მეტრეველმა მეოთხედფინალში მე-4 რეიტინგის მქონე უკრაინელი ვლადისლავ მანაფოვი 6:0, 7:5 დაამარცხა, ფინალში კი მე-2 ნომრად მიჩნეულ სლოვენიელ იანეზ სემრაიჩს გაეჯიბრება.
უკვე ცნობილია, რომ აღნიშნულ წყვილში გამარჯვებული ფინალში გერმანელ კევინ კრავეცს დაუპირისპირდება.