ფეხბურთი

11:31 | 29.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

მანჯუკიჩი გვარდიოლას შემოსწყრა

მადრიდის “ატლეტიკოს” ხორვატი ფორვარდი მარიო მანჯუკიჩი, ხორვატულ გამოცემა “სპორტსკაია ნოვოსტს” ესაუბრა.

მანჯუკიჩმა მიუნხენში გატარებული პერიოდი გაიხსენა და განაცხადა, რომ გვარდიოლასთან ერთად კაფეში წასვლაც კი წარმოუდგენელი იყო.

“გვარდიოლამ იმედები გამიცრუა. სეზონის ბოლოს არ მათამაშებდა, არც გერმანიის თასის ფინალში მომცა თავის გამოჩენის შანსი. ვფიქრობ, მიუნხენში დაუმსახურებლად მომექცნენ, რადგან ორი წლის განმავლობაში “ბაიერნისთვის” ყველაფერი გავაკეთე. გვარდიოლასთან ერთად კაფეშიც კი ვერ დავდიოდით” – განაცხადა მანჯუკიჩმა.

მარიო მანჯუკიჩი მიუნხენურ გიგანტში 2012 წელს “ვოლფსბურგდან” გადავიდა, ხოლო წლეულს კი “ატლეტიკოს” მიაშურა.

0.13532