ლონდონის “არსენალის” გერმანელ ნახევარმცველს მესუტ იოზილს კლუბის გამოცვლა სურს. ამის შესახებ ინფორმაციას “დეილი მეილი” ავრცელებს.
ინგლისური გამოცემის ცნობით, თურქული ფესვების მქონე ფეხბურთელს ლონდონიდან აბარგება იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს უნდა.
მესუტ იოზილი “არსენალში” შარშან ჩაირიცხა, თუმცა გუნდის ხელმძღვანელთა და ქომაგთა მოლოდინი ჯერჯერობით ვერ გაამართლა.
იოზილს მიუნხენის “ბაიერნს” უკავშირებენ.