სამი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს ქართველმა მოჭადრაკეებმა ბათუმში დასრულებულ ევროპის რიგით 24-ე ჩემპიონატზე.
10 წლამდე ბიჭებში I-III ადგილი გაინაწილა და დამატებითი მაჩვენებლებით ბრინჯაოს მედალი ერგო ნიკოლოზ კაჭარავას.
16 წლამდე გოგონებში მეორე ადგილზე გავიდა ნინო ხომერიკი. 16-წლამდე ჭაბუკებში ასევე ვერცხლი დაისაკუთრა გიორგი სიბაშვილმა.
18-წლამდე გოგონათა შორის ვერცხლი მოიპოვა ნატალია იმნაძემაც.