ჩოგბურთი

0:49 | 29.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილის პირველი გამარჯვება

ვაჟთა შორის საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გერმანიის ქალაქ ეკენტალში მიმდინარე ჩელენჯერის (საპრიზო ფონდი 35 ათასი დოლარი) პირველი რაუნდი დასძლია.

ბასილაშვილმა კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული ხორვატი ანტონიო სანჩიჩი 6:3, 2:6, 6:4 დაამარცხა, მერვედფინალში კი მე-4 ნომრად განთესილ რუს ევგენი დონსკოის ეთამაშება.

ამ უკანასკნელმა პირველ შეხვედრაში “უაილდ ქარდის” მქონე გერმანელ ფილიპ პეტშნერს სძლია – 6:2, 6:3.

0.122694