ფეხბურთი

23:47 | 28.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო კოსტამ ვარჯიში განაახლა

ლონდონის “ჩელსის” ესპანელი თავდამსხმელი დიეგო კოსტა ვარჯიშს დაუბრუნდა. ამ ინფორმაციას “არისტოკრატების” ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

კოსტას, რომელსაც ბარძაყის ტრავმა ჰქონდა, “ჩელსის” მაისურით 5 ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშია. 26 წლის შემტევმა ვარჯიში დაიწყო და ივარაუდება, რომ ის მოედანზე 1 ნოემბერს, “ქუინს პარკ რეინჯერსთან” გასამართ მატჩში დაუბრუნდება.

0.102818