უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე ფიდე-ს გრან-პრის ეტაპზე დამაჯერებლად თამაშობს ბაადურ ჯობავა (2717). მე-7 ტურში ქართველი დიდოსტატი შავი ფიგურებით ფრანგ მაქსიმ ვაშიე-ლაგრავეს (2757) დაუზავდა და 4.0 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება.
ცნობისთვის, ასეთივე მონაგარი აქვთ ხსენებულ ვაშიე-ლაგრავეს და აზერბაიჯანელ შაჰრიარ მამედიაროვსაც (2764), თუმცა, ბაადური მათ დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებს. მე-8 ტურში ჯობავა ისევ შავებით ებრაელ ბორის გელფანდს (2748) ეთამაშება.
ამ დროისთვის პირველ-მეორე ადგილებს დმიტრი ანდრეიკინი (2722) და ჰიკარუ ნაკამურა (2764) ინაწილებენ. რუსი და ამერიკელი მოჭადრაკეების აქტივში 4.5-4.5 ქულაა.