ესპანური “ვალენსია” როდრიგო მორენოს, ანდრე გომეშსა და ჟოაო კანსელოს 2019 წლამდე გაუფორმებს კონტრაქტს – იუწყება ესპანური პრესა.
სამივე ეს მოთამაშე პიტერ ლიმის კომპანია “მერიტონმა” შეიძინა გასულ ზაფხულს. იმის გამო, რომ “ბანკიამ” და ლიმმა დროულ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს “ვალენსიას” ყიდვა-გაყიდვის თაობაზე, აღნიშნული ტრიო ერთწლიანი არენდით ჩაირიცხა “ღამურებში”. ახლა კი, როდესაც “ვალენსია” ოფიციალურად გახდა სინგაპურელი მილიარდელის, დღის წესრიგში ამ მოთამაშეებთან სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმება დადგა.
“ბენფიკას” ყოფილი ფეხბურთელები სეზონის დასრულების შემდეგ 2019 წლამდე გააფორმებენ კონტრაქტს და მათი გამოსასყიდი 50 მილიონი ევრო იქნება.