FIFA-ს პრეზიდენტი ზეპ ბლატერი აცხადებს, რომ უკრაინის ნაკრების მიერ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემთხვევაში, ამ გუნდის რუსეთთან ერთად ჯგუფში მოხვედრა გამორიცხული იქნება. ამის მიზეზი კი რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა.
“გადანაწილდებიან თუ არა რუსეთი და უკრაინა სხვადასხვა ჯგუფებში? ამაში ეჭვი არ შეგეპაროთ.” – განაცხადა ბლატერმა.