ფეხბურთი

12:40 | 16.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპული" მაქსი პერეირას უმიზნებს

როგორც პორტუგალიური A Bola იუწყება, ურუგვაის ნაკრების და ლისაბონის "ბენფიკას" მარჯვენაფლანგელმა მაქსი პერეირამ შესაძლოა კარიერა ინგლისურ "ლივერპულში" გააგრძელოს.

30 წლის ფეხბურთელს პორტუგალიურ გრანდთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, თუმცა "ბენფიკა" ურუგვაელთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს. არსებულ სიტუაციას "ლივერპული" აკვირდება და შესაძლოა მცველი 2015 წლის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში უფასოდაც ჩაიგდოს ხელში.

მიმდინარე სეზონში მარჯვენაფლანგელმა "ბენფიკას" მაისურით 15 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 2 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა. 30 წლის პერეირას სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონ ევროს შეადგენს.

0.117025