ლონდონის “ტოტენჰემის” ახალგაზრდა ფორვარდით, ჰარი კეინით “საუთჰემპტონი” დაინტერესდა – იუწყება ბრიტანული გამოცემა The Sun–ი.
21 წლის ფორვარდის თამაშს რონალდ კუმანი აკვირდება და მისი თამაში ძალიან მოსწონს. “წმინდანების” თავკაცი მზადაა, რომ კეინში 10 მილიონი ფუნტი გაიღოს. მის დამატებას კუმანი იანვარში ეცდება.
კეინს “დეზებთან” კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს და როგორც ცნობილია, მაურისიო პოჩეტინოს მისი გაშვება არ სურს.