ფეხბურთი

20:46 | 28.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

სერია ა-ს მე-9 ტური რეჯო ემილიაში დაიწყება

სერი ა-ში მეცხრე ტურის მატჩები შუა კვირაში გაიმართება. ტური დღეს “სასუოლოსა” და “ემპოლის” მატჩით დაიწყება. სხვა მატჩები კი ხვალ და ზეგ ჩატარდება.

ცენტრალურ მატჩად “ინტერი”-”სამპდორიასა” და “ფიორენტინა” – “უდინეზეს” მატჩები უნდა მივიჩნიოთ, თუმცა ჩემპიონატის ლიდერების თამაშებიც ინტერესს იწვევს.

გენუაში ჩადის “იუვენტუსი,” ხოლო “რომა” “ჩეზენას” უმასპინძლებს. ქართველი ფეხბურთელის, ლევან მჭედლიძის “ემპოლი” კი გასვლით მატჩს დღეს “სასუოლოსთან” გამართავს.

სასუოლო – ემპოლი

დრო: 28 ოქტომბერი, 23 საათი და 45 წუთი

ადგილი: რეჯო ემილია, “დელ ტრიკოლორე”

გუნდები 7-7 ქულით მე-14, მე-15 პოზიციებზე იმყოფებიან. ბურთების უკეთესი შეფარდება აქვს ლევან მჭედლიძის გუნდს.

გასულ ტურში პირველად მოიგო “სასუოლომ,” გასვლით მატჩში კასანოს “პარმასთან.” დი ფრანჩესკოს გუნდი დაცვაში კარგად თამაშობს, თუმცა მეორე ეშელონის გუნდებთან შეტევაში თამაშიც გამოსდის.

მსგავსად მასპინძლებისა, “ემპოლის” მიმდინარე სეზონში ერთი მატჩი აქვს მოგებული, საკუთარ მოედანზე “პალერმო” დაამარცხა.

ლევან მჭედლიძე სავარაუდო შემადგენლობაში არ მოიაზრება, თუმცა მოედანზე ქართველის გამოჩენა რეალურია.

სავარაუდო შემადგენლობები:

სასუოლო: კონსილი, ვრსალიკო, ტერანოვა, აკერბი, პელუზო, ტეიდერი, მანანელი, ბერარდი, ფლოკარი, სანსონე

ემპოლი: ბასი, ჰისაი, ტონელი, რუგანი, მარიო რუი, ვეცინო, ვალდიფიორი, კროკე, ზელინსკი, პუკარელი, მაკარონე

ატალანტა – ნაპოლი

დრო: 29 ოქტომბერი, 23 საათი და 45 წუთი

ადგილი: ბერგამო, “აზური დ’იტალია”

ბოლო ექვსი მატჩიდან ხუთი წააგო “ატალანტამ,” ხოლო ბენიტესის გუნდმა მხოლოდ ერთი. ფავორიტად ნეაპოლელები მიიჩნევიან, მაგრამ გასავარდნ ზონასთან ახლოს მყოფი ქულის მოპოვებისთვის იბრძოლებს.

კოლანტუნოს ფორვარდთაგან მხოლოდ ბოაკიეს გააქვს გოლები. მის ანგარიშზე 2 გოლია, ხოლო კალეხონმა და იგუაინმა ერთად 11 გოლი გაიტანეს.

სავარაუდო შემადგენლობები:

ატალანტა: სპორტიელო, რაიმონდი, სტენდარდო, ბენალუნე, დრამე, კარმონა, ჩიგარინი, მილაჩიო, დ’ალესანდრო, დენისი, მორალესი

ნაპოლი: რაფაელი, მაჯო, ალბიოლი, კულიბალი, გულამი, ინლერი, დავიდ ლოპესი, კალეხონი, ჰამშიკი, ინსინე, იგუაინი

კალიარი – მილანი

დრო: 29 ოქტომბერი, 23 საათი და 45 წუთი

ადგილი: კალიარი, “სანტ’ელია”

უკეთეს პიზიციაზეა პიპოს გუნდი, მაგრამ “კალიარიმ” მეორე მილანურ გუნდს “ჯუზეპე მეაცაზე” დიდი ანგარიშით მოუგო და ვინ იცის, შესაძლოა ეკდალმა აბიატის კარშიც გაიტანოს გოლები.

ჰონდას გააქვს და გააქვს, უკვე ექვსი გაიტანა. აზიელის ცაციით “მილანმა” მნიშვნელოვანი ქულები მიიღო. ასე რომ, ზემანის მცველების მთავარი აქცენტი ჰონდაზე იქნება მიმართული.

სავარაუდო შემადგენლობები:

კალიარი: კრანო, ბალზანო, როსეტინი, კაპუანო, აველარი, დესენა, კრისეტიგი, ეკდალი, იბარბო, საუ, კოსუ

მილანი: აბიატი, აბატე, ალექსი, ზაპატა, დე შილიო, პოლი, დე იონგი, მუნტარი, ჰონდა, ტორესი, ელ შაარავი

ფიორენტინა – უდინეზე

დრო: 29 ოქტომბერი, 23 საათი და 45 წუთი

ადგილი: ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”

მონტელას აღარ ჰყავს ისეთი გუნდი, გასულ წელს ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად რომ იბრძოდა. არასტაბილურობა ახასიათებთ სერია ა-ში, ხოლო ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით გამოდიან.

სტრამაჩონის მოთამაშეები ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად იბრძოლებენ, თუმცა თეორიულად ჩემპიონობისთვის ბრძოლაც შეუძლიათ. დი ნატალე ისევ იტანს, უკვე ხუთი გაიტანა, ფრანგმა ტერუმ კი სამი.

ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ შეხვედრას “არტემიო ფრანკი” უმასპინძლებს.

სავარაუდო შემადგენლობები:

ფიორენტინა: ნეტო, რიჩარდსი, ტომოვიჩი, სავიჩი, ალონსო, კურტიჩი, აკვილანი, ბორხა ვალერო, ილიჩიჩი, კუადრადო, ბაბაქარი

უდინეზე: კარნეზისი, ვიდმერი, ჰერტო, დანილო, პირისი, პინზი, ალანი, გილერმე, კონე, ტერუ, მურიელი

ჯენოა – იუვენტუსი

დრო: 29 ოქტომბერი, 23 საათი და 45 წუთი

ადგილი: გენუა, “ლუიჯი ფერარი”

გენუაში ჩავა ალეგრის გუნდი. ტურინელებსა და “რომას” შორის სამი ქულაა სხვაობა. “სასუოლოსთან” დაუცდათ ფეხი, მაგრამ “ჯენოას” გაუჭირდება პირლოს და მის თანაგუნდელებს ქულა აართვას, თუმცა დაძაბული გრაფიკის პირობებში ფრეც შესაძლებელია.

მშვენიერ ფორმაშია მატრი, გოლების გატანის გარდა საგოლე პასებსაც არიგებს. დღეს ყოფილი კლუბის კარს შეუტევს.

გასულ ტურში გაიტანა ლორენტემ. ბასკი შეეცდება ტევესს აუბას მხარი. ასეთ შემთხვევაში “იუვეს” დამარცხება პრაქტიკულად წარმოუდგენელი იქნება.

სავარაუდო შემადგენლობები:

ჯენოა: პერინი, ანტონინი, ბურდისო, მარკესი, ედენილსონი, ბერტოლაჩი, გრეკო, ანტონელი, პეროტი, მატრი, კუჩკა

იუვენტუსი: ბუფონი, ოგბონა, ბონუჩი, კიელინი, ლიხშტაინერი, ვიდალი, მარკიზიო, პოგბა, ასამოა, ტევესი, მორატა

ინტერი – სამპდორია

დრო: 29 ოქტომბერი, 23 საათი და 45 წუთი

ადგილი: მილანი, “ჯუზეპე მეაცა”

“ინტერი” ხან იგებს, ხან აგებს, ხანაც ფრეს თამაშობს, ხუთეულისკენ ვერ ამოიწია მაცარის გუნდი. ბოლო ტურში იკარდის გოლით ჩეზენაში მოიგეს. მილანელები 8 ტურის შემდეგ მერვე პოზიციაზე იმყოფებიან, “სამპდორია” კი მეოთხეა. ასე რომ ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი “მეაცაზე” გაიმართება.

იკარდიმ და ოსვალდომ 4-4 გოლი გაიტანეს. ამდენივეა გენუელი გაბიდინის აქტივში.

მიხაილოვიჩი შედეგიან ფეხბურთს ათამაშებს “სამპდორიას,” თუმცა არც ხარისხი დაეწუნება. მაცარის ხელში კი აღზევდა “ნაპოლი” და 53 წლის იტალიელი სერი ა-ში ერთ-ერთ საუკეთესოდაც მიიჩნევა.

სავარაუდო შემადგენლობები:

ინტერი: ჰანდანოვიჩი, რანოკია, ვიდიჩი, ხუან ჟესუსი, ობი, ერნანესი, მედელი, კოვაჩიჩი, დოდო, პალასიო, იკარდი

სამპდორია: რომერო, დე სილვესტრი, კასტალდელო, რომანოლი, კაკატორე, სორიანო, პალომბო, ობიანი, გაბიდინი, ოკაკა, ედერი

პალერმო – კიევო

დრო: 29 ოქტომბერი, 23 საათი და 45 წუთი

ადგილი: პალერმო, “რენცო ბარბერა”

“პალერმო” მე-18 ადგილზეა, ერთით ქვევით, მეცხრამეტეზეა “კიევო.”გასულ ტურში ორივე გუნდმა წააგო, თუმცა მეცხრე ტურში ქულების მოპოვებას თანასწორი დონის კლუბთან შეეცდებიან.

მაქსი ლოპესი და პალოსკი სტუმართა კლუბის ლიდერებად ითვლებიან, თუმცა იტალიელი სავარაუდო შემადგენლობაში არ ფიგურირებს.

ლაჩინის გუნდიდან დიბალა და ბელოტი გამოირჩევიან. 20 წლის შემტევებმა 2-2 გოლი გაიტანეს.

სავარაუდო შემადგენლობები:

პალერმო: სორენტინო, მუნიოსი, გონსალესი, ანდელკოვიჩი, მორგანელა, ბოლზონი, რიგონი, ბარეტო, ლაზაარი, ვასკესი, დიბალა

კიევო: ბარდი, ფრეი, დანელი, ზუკანოვიჩი, ბირაგი, ჰეტემაი, კოფი, ლაზარევიჩი, მეჯორინი, ბირსა, მაქსი ლოპესი

რომა – ჩეზენა

დრო: 29 ოქტომბერი, 23 საათი და 45 წუთი

ადგილი: რომი, “სტადიო ოლიმპიკო”

რუდი გარსიას გუნდმა კარგად დაიწყო, გუნდის ძალა ძლიერ კლუბებთან თამაშისას ჩანს ხოლმე. “რომამ” ჯერ “იუვენტუსთან” წააგო, ხოლო შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე გადაგურდა. ისიც სათქმელია, რომ “იუვესთან” მსაჯმა საეჭვო თერთმეტმეტრიანები დანიშნა და მთლად დამაჯერებლად ვერ მოიგეს ალეგრის ფეხბურთელებმა.

“რომამ” ბოლო ტურში “სამპდორიასთან” ფრედ ითამაშა, ხოლო “ჩეზენამ” “დინო მანუციზე” მაცარის გუნდთან წააგო.

ბისოლის გუნდი მე-17 ადგილზეა და როგორც საწყისი ტურები აჩვენებს გადარჩენისთვის მოუწევს ბრძოლა.

რვა ტურის შემდეგ “ჩეზენამ” ექვსი გოლი გაიტანა. ყველაზე მეტი ესპანელმა ალეხანდრო როდრიგესმა შეაგდო. მან “პალერმოსა” და “პარმას” გაუტანა.

სავარაუდო შემადგენლობები:

რომა: დე სანკტისი, ტოროსიდისი, მანოლასი, ასტორი, კოული, პიანიჩი, დე როსი, ნაინგოლანი, ჟერვინიო, დესტრო, იტურბე

ჩეზენა: ალიარდი, კაპელი, ლუჩინი, ვოლტა, რენზეტი, მანუსონი, ჯორჯი, კოპოლა, დე ფრუდისი, მარილუნგო, ჯურიჩი

ტორინო – პარმა

დრო: 29 ოქტომბერი, 23 საათი და 45 წუთი

ადგილი: ტურინი, “ოლიმპიკო დი ტორინო”

“პარმამ” ბოლო ხუთი მატჩი წააგო, ხოლო “ტორინოს” ევროპალიგაზე წარმატებულ გამოსვლას იტალიის ჩემპიონატში ქულების დაკარგვა მოჰყვა.

ბოლო ტურში ტურინელებმა რომში წააგეს, ხოლო მანამდე “უდინეზეს” მოუგეს, თუმცა ათეულში არ იმყოფებიან. “პარმა” ბოლოზეა, დონადონის გუნდს ძალიან უჭირს.

სავარაუდო შემადგენლობები:

ტორინო: ჟილე, მაქსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი, პერესი, ნოჩერინო, ვივესი, ელ კადური, დარმიანი, ამაური, კვალიარელა

პარმა: მირანტე, მენდესი, კოშტა, ფელიპე, რისპოლი, ლუკას სოუზა, ლოდი, მაური, გობი, კასანო, ბელფოდილი

ვერონა – ლაციო

დრო: 30 ოქტომბერი, 23 საათი და 45 წუთი

ადგილი: ვერონა, “ბენტეგოდი”

გუნდები ათეულში იმყოფებიან. “ლაციომ” ზედიზედ ოთხი მატჩი მოიგო და მე-5 ადგილზე აინაცვლა. პიოლის გუნდში გამორჩეული ფეხბურთელი ჯორჯევიჩია. მის ანგარიშზე ხუთი გოლია.

მასპინძლებს ძალიან უჭირთ გოლის გატანა. ლუკა ტონიმ ერთი გაიტანა, ხოლო სხვა ფორვარდებს არ გაუტანიათ. წარმატებით თამაშობს ბერძენი ნახევარმცველი ტახცისიდისი, მან ორი გოლი გაიტანა.

სავარაუდო შემადგენლობები:

ვერონა: რაფაელი, მარტიჩი, მორასი, მარკესი, აგოსტინი, კამპანიარო, ტახცისიდისი, ჰალფრედსონი, ნიკო ლოპესი, ტონი, იანკოვიჩი

ლაციო: მარკეტი, კავანდა, დე ვრი, კანა, რადუ, პაროლო, ბიგლია, მაური, კანდრევა, ჯორჯევიჩი, ლულიჩი

0.112277