29 წლის ფრანგმა ნახევარმცველმა, ლასანა დიარამ, შესაძლოა, კარიერა ინგლისურ “ტოტენჰემში” განაგრძოს.
L’Equipe-ს ცნობით, ლონდონელებმა დიარას კონტრაქტი უკვე შესთავაზეს და მხარეებს შორის მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა.
ლასანა დიარა, რომელსაც “ჩელსიში”, “არსენალსა” და “რეალში” უთამაშია, მოსკოვის “ლოკომოტივიდან” წასვლის შემდეგ, თავისუფალი აგენტია.