ფეხბურთი

12:27 | 16.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვიერი ინტერში მანჩინის დანიშვნას მიესალმება

წარსულში ცნობილი იტალიელი ფორვარდი კრისტიან ვიერი, რომელსაც კარიერის გამორჩეული წლები მილანის “ინტერში” აქვს გატარებული (1999-2005, 143 მატჩი, 103 გოლი) იტალიურ მედიას ესაუბრა.

ვიერი გამოეხმაურა “ნერაძურიში” რობერტო მანჩინის დაბრუნებას. ბობოს თქმით, მანჩინის შეუძლია “ინტერნაციონალე” ევროპის წამყვან კლუბებს შორის დააბრუნოს.

“არასდროს არაა სასიამოვნო, როცა მწვრთნელი სეზონის მსვლელობისას იცვლება, მაგრამ მანჩინის ხელში გუნდი დიდი მიზნებისთვის იბრძოლებს. რობერტოს უყვარს ლამაზი, შემტევი ფეხბუთის თამაში” – განაცხადა ვიერიმ.

რობერტო მანჩინიმ სულ ახლახან ვალტერ მაცარი ჩაანაცვლა. მანჩინი “ინტერს” 2004-2008 წლებშიც წვრთნიდა.

0.110673