ფეხბურთი

16:28 | 28.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მარსელი” საუკეთესო ბომბარდირს ყიდის

საფრანგეთის ლიგა 1-ის ლიდერის, “მარსელის” პრეზიდენტის ვინსენ ლაბრუნის თქმით, გუნდის საუკეთესო ბომბარდირის ანდრე-პიერ ჟინიაკის კლუბში დარჩენა ოცნების სფეროს განეკუთვნება.

“ჟინიაკს უყვარს “მარსელი”, როგორც კლუბი, ისე ქალაქი. თითქოს არის ხმები კონტრაქტის შესაძლო გაგრძელებაზე, მაგარმ ეს ნამდვილ უტოპიას ჰგავს, რადგან ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მისი ხელფასი გადავიხადოთ. ველოდებით საუკეთესო შემოთავაზებებს” – განუცხადა ლაბრუნმა ლე ჯოურნალ დე დიმანცჰე-სს.

ანდრე-პიერ ჟინიაკს მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში 11 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ჯამში “ოლიმპიკის” რიგებში 128 შეხვედრა აქვს გამართული და 48 გოლი გატანილი.

ჟინიაკს კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულში ეწურება. მისით ყველაზე მეტად ინგლისური პრემიერლიგის კლუბები არიან დაინტერესებულნი.

0.11501