WTA-ის მე-3 ნომერმა, ჩეხმა პეტრა კვიტოვამ ვუჰანის ტურნირის ფინალში, კანადელი ეჟენი ბუშარი დაამარცხა (6:3, 6:4). პეტრას პირველი სეტის მოსაგებად ერთი ბრეიკის შესრულება დასჭირდა. მეორე სეტის დასაწყისშივე ჩეხმა ბრეიკი შეასრულა, შემდეგ კიდევ ერთი ბრეიკი გაკეთა და ანგარიშზე 5:2 მატჩზე აწვდიდა. თუმცა ბუშარმა მოახერხა ერთი უკუბრეიკის გაკეთება. მაგრამ ეჟენმა მეტის გაკეთება ვეღარ მოახერხა.
ბუშარმა 2 ეისი მოაწოდა და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო კვიტოვამ ერთი ეისი მოაწოდა და ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა.
პეტრა კვიტოვამ WTA-ის მე-14 ტურნირი მოიგო. ჩეხი უიმბლდონის ორგზის გამარჯვებულია.
მატჩის საუკეთესო მომენტები
http://www.youtube.com/watch?v=ZE-I77owkUM