ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ შეიხში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირს ბოლო ქართველი ჩოგბურთელიც გამოეთიშა.
ძირითადი ბადის პირველ წრეში ეკატერინე გორგოძე უკრაინელ ოლგა იანჩუკს დაუპირისპირდა და 3:6, 6:4, 4:6 დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ კვალიფიკაციაშივე დაასრულეს ასპარეზობა სოფო ქვაცაბაიამ და თამარ ჭალაგანიძემ.