ტურინის “იუვენტუსის” კაპიტანი ჯანლუიჯი ბუფონი ხვალ, “ჯენოას” წინააღმდეგ შეხვედრაში “იუვეს” მაისურით მე-500 შეხვედრას ჩაატარებს (ყველა ტურნირზე).
ეს “იუვეს” ისტორიაში მე-4 შედეგია. ბუფონზე მეტჯერ “ბებერი ქალბატონის” ღირსება ალესანდრო დელ პიეროს (705), გაეტანო შირეას (552) და ჯუზეპე ფურინოს (528) დაუცავთ.
ჯანლუიჯი ბუფონი “იუვენტუსში” 2001 წელს “პარმადან გადავიდა. იგი “იუვეს” ისტორიაში ყველაზე ძვირად შეძენილი ფეხბურთელია.