ფეხბურთი

11:19 | 28.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ პრიმერას საუკეთესო გოლის ავტორი გახდა

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს გუშინ ესპანეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგამ სამი ჯილდო გადასცა. პორტუგალიელი გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, თავდამსხმელი და საუკეთესო გოლის ავტორი გახდა.

პროფესიული ფეხბურთის ლიგამ მიიჩნია, რომ რონალდუს 2013/14 წლების სეზონის 36-ე ტურში "ვალენსიას" წინააღმდეგ გატანილი გოლი საუკეთესო გახლდათ. "სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართულ შეხვედრაში 92-ე წუთამდე "ღამურები" 2:1 იგებდნენ, როდესაც რონალდუმ ანხელ დი მარიას გადაცემით ლამაზი გოლი გაიტანა.

პრიმერადივიზიონის გასული სეზონის საუკეთესო გოლი

0.125752