ჭადრაკი

0:37 | 28.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზავი მე-6 ტურში

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე ვაჟთა გრან-პრის მეორე ეტაპის მე-6 ტურში ქართველმა დიდოსტატმა ბაადურ ჯობავამ (2717) თეთრი ფიგურებით რუს დმიტრი იაკოვენკოსთან (2747) ფრედ ითამაშა.

მეტოქეებმა ნიმცოვიჩის დაცვის შედარებით მშვიდი სისტემა გაითამაშეს, თუმცა ბაადურმა მე-12 სვლაზე “წყლის ამღვრევა” სცადა და უპირატესობაც მიიღო. ორმხრივ ცაიტნოტში დაშვებული მცირე უზუსტობების შემდეგ, პარტია ყაიმით დასრულდა.

ასევე, ფრედ დაასრულეს შეხვედრები ნაკამურამ (აშშ, 2764) – კარუანასთან (იტალია, 2844), გელფანდმა (ისრაელი, 2748) – ვაშიე-ლაგრავთან (საფრანგეთი, 2757) და გირიმ (ჰოლანდია, 2768) – რაჯაბოვთან (აზერბაიჯანი, 2726).

თეთრებით მოიგეს პარტიები: ანდრეიკინმა (რუსეთი, 2722) – კარიაკინთან (რუსეთი, 2767) და მამედიაროვმა (აზერბაიჯანი, 2764) – კასიმჯანოვთან (უზბეკეთი, 2706).

6 ტურის თავზე 4-4 ქულით ნაკამურა და ანდრეიკინი ლიდერობენ, შემდეგ კი, 3.5-3.5 ქულით მამედიაროვი, ჯობავა და ვაშიე-ლაგრავე მოდიან.

მომდევნო, მეშვიდე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:

კარუანა – გელფანდი

კასიმჟანოვი – ნაკამურა

რაჯაბოვი – მამედიაროვი

კარიაკინი – გირი

იაკოვენკო – ანდრეიკინი

ვაშიე-ლაგრავი – ჯობავა

სატურნირო მდგომარეობა:

ანდრეიკინი, ნაკამურა – 4 ქულა;

ვაშიე-ლაგრავი, მამედიაროვი, ჯობავა – 3.5 ქულა;

იაკოვენკო, რაჯაბოვი, გირი – 3.0 ქულა;

კარიაკინი, კარუანა – 2.5 ქულა;

გელფანდი – 2.0 ქულა;

კასიმჟანოვი – 1.5 ქულა;

0.114252