ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 16-წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის მესამე ადგილზე იმყოფება გიორგი სიბაშვილი (2350, ტურნირს კი 7-დან 6 ქულით ესპანელი ხულიო გომეს სუარესი (2358) ლიდერობს.
მერვე ტურში ქართველი მოჭადრაკის მეტოქე სომეხი მანუელ პეტროსიანი (2406) იქნება.
სხვა ასაკობრივ კატეგორიებში მოთამაშე ქართველთაგან კიდევ ორს გამოვარჩევთ. 16-წლამდე გოგონებში მეოთხე ადგილზე გახლავთ ნინო ხომერიკი (1763), რომელსაც 7-დან 5.5 ქულა გააჩნია. ასევე 5.5 ქულა აქვს და 18-წლიანთა ევროპირველობაზე მეოთხე საფეხურზეა ნატო იმნაძე (2175).