სხვა

23:07 | 27.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდა მოკრივეების 2 ბრინჯაო ევროპის პირველობაზე

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში დასრულებულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე კრივში, საქართველოს ნაკრების წევრებმა 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ევროპის პრიზიორები – გიორგი ხარაბაძე (69კგ.) და ლაშა გურული (60კგ.) გახდნენ, რომლებმაც ნახევარფინალში დამარცხების შედეგად, ტურნირის ბრინჯაოს მედლები ავტომატურად დაიმსახურეს.

ხარაბაძემ 3 გამარჯვების შემდეგ ფინალში გადასასვლელი ორთაბრძოლა ირლანდიელი ჯონსის წინააღმდეგ მინიმალური სხვაობით დათმო. კონტინენტის პირველობაზე 3 ბრძოლა მოიგო 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა გურულმაც, რომელიც ნახევარფინალში ინგლისელ დალტონ სმიტთან დამარცხდა.

ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, საქართველოს ღირსებას 6 სპორტსმენი იცავდა. ჩემპიონატს პირველ წრეში 64 კგ-ში მოასპარეზე ნუკრი ადამია და რატი ტლაშაძე (75 კგ) გამოეთიშნენ, მეორე წრეში დამარცხდა 56 კგ-ში მონაწილე უჩა მაისურაძე, გარიკ პოზოიანმა კი შეჯიბრების მეოთხედფინალურ ეტაპამდე იასპარეზა.

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.116957