წინა ტურის მიმოხილვას “მშვიდობა და სოლიდარობა” დავარქვი. გამიხარდა ინციდენტი რომ არ მომხდარა. არადა, ისე მომრავლდა ჩვენს ჩემპიონატში ძალადობა და მუშტიკრივი, რომ ერთი სათამაშო დღის მშვიდობიანად ჩამთავრება სათაურში გამოსატანი ხდება.
ცხადია, მსაჯების სკანდალის შემდეგ არბიტრების მიმართ მიდგომა შეიცვალა, ახლა მათ ყველა ეჭვით უყურებს და ელემენტარული შეცდომის შემთხვევაშიც კი მზად არიან ფეხბურთელ-ქომაგიანად “პასუხი აგებინონ,” მაგრამ საით მივყავართ ამ ყველაფერს? არეულობისა და ქაოსისკენ, სადაც ცოტა ხანში მტყუან-მართალიც ძნელი გასარჩევი გახდება.
მსაჯებს Aთავისი ცოდვებიც ეყოფათ. ეს მარტო ქართული მოვლენა არაა, მაგრამ ნუთუ ძალადობაა გამოსავალი? ის რაც ქობულეთში მოხდა, უკვე დასასრულის დასაწყისია. აქ ჩვენ მტყუან-მართალს ვერ გავარკვევთ. არც არის ჩვენი მიზანი. აგერ ბატონო, ოთხშაბათს 2 საათზე შეიკრიბება ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი და ის გამოიტანს განაჩენს. ალბათ ერთს დასჯიან, მეორეს დააჯარიმებენ, მაგრამ როგორ ფიქრობთ, ეს პრობლემას გადაწყვეტს?
ეს დავიდარაბა “დილას” კარში დანიშნულ პენალტს მოჰყვა, კიდევ კარგი იმ მომენტში გორელთა მენეჯერმა, გია ისიანმა იყოჩაღა და ლევან კვარაცხელია იქაურობას გაარიდა, თორემ რა მოხდებოდა კიდევ, ვინ იცის. ისიანმა “მსოფლიო სპორტთან” საუბარში ისიც თქვა, კვარაცხელიას გადაწყვეტილი ჰქონდა მატჩის ჩაშლაო: მარტო ჩვენ არა, “შუქურაც” თანახმა იყო შეხვედრის გასაგრძელებლად, მაგრამ არბიტრმა მატჩის შეწყვეტა გადაწყვიტაო.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი სტადიონზე სამართალდამცავების ნაკლებობა იყო. ყოველ შემთხვევაში, ვისაც ამ ეპიზოდის ვიდეო აქვს ნანახი, დამეთანხმება, რომ პოლიციელები კადრში გვიან ჩნდებიან გაწევ-გამოწევის დროს კი ირგვლივ ფაქტობრივად, არავინაა.
სხვა რა, ჩინებულად ითამაშა ახალგაზრდა თბილისის დინამოელმა გიორგი პაპუნაშვილმა, “სპარტაკთან” მატჩში ჰეთ თრიქი შეასრულა და მთავარმეგოლეებს დაეწია. ერთ-ერთმა ლიდერმა, “სამტრედიამ” მოულოდნელად შინ წააგო აუტსაიდერ “ზუგდიდთან,” რაც მათ მთავარ მწვრთნელ გელა სანაიას თანამდებობის დაკარგვის ფასად დაუჯდა. მის მაგიერ გუნდს ზაზა ზამთარაძე გაწვრთნის. მეორე მხრივ, ზუგდიდელთა დამრიგებლის რანგში, წარმატებული დებიუტი გამოუვიოდა ბესიკ შეროზიას.
ისიც აღსანიშნავია, რომ “ზესტაფონმა” ზედიზედ მეხუთედ ითამაშა ფრედ, “ტორპედომ” კი - მეოთხედ.
24 ოქტომბერი
სიონი (ბოლნისი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 0:0
დინამო (თბილისი) – სპარტაკი (ცხინვალი) 6:1 (3:1)
გოლები: 1:0 გიორგი პაპუნაშვილი(13), 1:1 მერაბ გიგაური (25), 2:1 ლაშა პარუნაშვილი (30), 3:1 ირაკლი ძარია (39), 4:1 გიორგი პაპუნაშვილი (54), 5:1 მათე ცინცაძე (75), 6:1 გიორგი პაპუნაშვილი (90)
25 ოქტომბერი
სამტრედია – ზუგდიდი 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 ლევან წურწუმია (56)
გურია (ლანჩხუთი) – დინამო (ბათუმი) 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 კობა შალამბერიძე (33, პენალტით)
შუქურა (ქობულეთი) – დილა (გორი) 0:0 მატჩი შეწყდა 50-ე წუთზე
მეტალურგი (რუსთავი) – კოლხეთი (ფოთი) 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 დაჩი ცნობილაძე (16)
გაძევება: ლუკა გუგუჩია (52)
26 ოქტომბერი
ჩიხურა (საჩხერე) – ტორპედო (ქუთაისი) 2:2 (0:1)
გოლები: 0:1 თენგიზ ჩიკვილაძე (36), 1:1 თორნიკე მუმლაძე (71), 1:2 ბექა ტუღუში (77), 2:2 შოთაAკაშია (87)
ზესტაფონი – მერანი (მარტვილი) 0:0
1. | დინამო (თბ) | 10 | 7 | 2 | 1 | 21:7 | 23 | ||
2. | სამტრედია | 10 | 5 | 2 | 3 | 11:8 | 17 | ||
3. | სპარტაკი | 10 | 5 | 2 | 3 | 10:14 | 17 | ||
4. | მეტალურგი | 10 | 4 | 4 | 2 | 12:9 | 16 | ||
5. | დილა | 9 | 4 | 3 | 2 | 14:6 | 15 | ||
6. | ტორპედო | 10 | 3 | 6 | 1 | 12:9 | 15 | ||
7. | ჩიხურა | 10 | 4 | 2 | 4 | 12:12 | 14 | ||
8. | გურია | 10 | 3 | 5 | 2 | 10:15 | 14 | ||
9. | დინამო (ბთ) | 10 | 4 | 1 | 5 | 10:11 | 13 | ||
10. | მერანი | 10 | 3 | 3 | 4 | 8:8 | 12 | ||
11. | ზესტაფონი | 10 | 2 | 5 | 3 | 18:13 | 11 | ||
12. | ვიტ ჯორჯია | 10 | 3 | 2 | 5 | 9:9 | 11 | ||
13. | კოლხეთი | 10 | 2 | 3 | 5 | 9:14 | 9 | ||
14. | სიონი | 10 | 2 | 3 | 5 | 9:15 | 9 | ||
15. | შუქურა | 9 | 1 | 5 | 3 | 7:14 | 8 | ||
16. | ზუგდიდი | 10 | 1 | 4 | 5 | 5:13 | 7 |
მეგოლეები:
6 - ირაკლი მოდებაძე (დილა), ჯაბა დვალი (ზესტაფონი), ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)
4- შოთა ლომია (ზუგდიდი), კობა შალამბერიძე (გურია)
3 - დავით სირაძე (სიონი), ბადრი ტეტუნაშვილი, გიორგი ჩელებაძე (დინამო ბათუმი), ირაკლი ძარია, ნიკოლოზ საბანაძე, ჩისკო (დინამო თბილისი), მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), ვარლამ კილასონია, ირაკლი სიხარულიძე, დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), თეიმურაზ ღონღაძე (ჩიხურა), დათა ციცხვაია (მერანი), დათა სიჭინავა (კოლხეთი)
შენიშვნა:უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.