კალათბურთი

22:00 | 27.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ელიაშვილი პირველ წრეს გამოტოვებს

სუპერლიგის მონაწილე “ბათუმი-რსუს” ფორვარდი ავთანდილ ელიაშვილი (17.10.89, 201 სმ) 24-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველ წრეს წელის ტრავმის მიზეზით გამოტოვებს.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “ბათუმი-რსუს” მთავარი მწვრთნელის მიხეილ კობეშავიძის ერთ-ერთმა თანაშემწემ ლაშა ოჩხიკიძე განუცხადა.

“ელიაშვილმა ამ ცოტა ხნის წინ მალების ოპერაცია გაიკეთა და აღნიშნულიდან გამომდინარე, ეროვნული ჩემპიონატის პირველ წრეს გამოტოვებს”, – გვითხრა ოჩხიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ ელიაშვილმა სუპერლიგაში თამაში 2008 წლიდან “ბათუმი-რსუს” მაისურით დაიწყო და დღემდე ამ გუნდში თამაშობს.

0.112498