ფეხბურთი

19:14 | 27.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანმა პოგბა შეაქო

ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა და ახლა მადრიდის “რეალის” მეორე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა თავისი თანამემამულე პოლ პოგბა შეაქო.

ზიზუს თქმით, თუ პოგბა ასეთი რიტმით განაგრძობს, სულ მალე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა შორის მოხვდება.

“ის ჯერ მხოლოდ 21 წლისაა, მაგრამ უკვე ძალიან დიდია. თუ ასე განაგრძობს, ნამდვილად მოხვდება მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა შორის. რაც უფრო მოემატება ასაკი, ის გაცილებით მარტივად უნდა გახდეს საუკეთესო.

რაც შეეხება ჩემთან მის პარალელს და გადავა თუ არა პოგბა “რეალში”, ამას მხოლოდ მომავალი დაგვანახებს”- განუცხადა ზიდანმა “ტუტოსპორტს”.

ზინედინ ზიდანი “იუვენტუსში” 1996-2001 წლებში თამაშობდა, ხოლო “ბებერი ქალბატონიდან” “რეალში” გადავიდა, სადაც დაასრულა კიდეც კარიერა 2006 წელს.

0.114142