ჭადრაკი

11:13 | 16.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

კარლსენმა მოიგო და წინ გავიდა

უაღრესად დაძაბულად მიმდინარეობს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისათვის ბრძოლა მოჭადრაკე ვაჟთა შორის, სადაც ერთმანეთს ნორვეგიელი მაგნუს კარლსენი და ინდოელი ვიშვანათან ანანდი ხვდებიან. მე-6 ტურში კარლსენმა შეძლო მეტოქის დამარცხება და 3,5:2,5 დაწინაურდა. მორიგი მე-7 პარტია 17 ნოემბერს გაიმართება.

მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბრძოლას რუსეთის საკურორტო ქალაქი სოჭი მასპინძლობს. სულ უნდა გათამაშდეს 12 პარტია.

0.113352