ფეხბურთი

16:17 | 27.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

დვალიშვილი “ოდენსეს” დაუბრუნდა

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ფორვარდი ვლადიმერ დვალიშვილი დანიის “ოდენსეს” დაუბრუნდა.

მან “სილკებორგთან” (2:0) და “ესბიერგთან” (0:2) მატჩები გამოტოვა, ხოლო სუპერლიგის მე-12 ტურში “რანდერსთან” შეცვლაზე ითამაშა. დვალიშვილი მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა, როდესაც საბოლოო ანგარიში დაფიქსირებული იყო.

“ოდენსეს” 9 ქულა აქვს და 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა. 28 წლის დვალიშვილი დანიურ კლუბში ზაფხულში გადავიდა და 5 მატჩში ერთი გოლი გაიტანა.

0.140875