ფეხბურთი

3:07 | 16.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრია და ინგლისი წინ გაიჭრნენ, სუსტებმა კვლავ გაგვაოცეს

ევროპის 9 ქალაქში გუშინ კონტინენტის პირველობის შესარჩევი ეტაპის მე-4 ტურის შეხვედრები გაიმართა.

C ჯგუფში ესპანეთის ნაკრებმა უელვაში ბელარუსს უმასპინძლა და ზედმეტი პრობლემების გარეშე დაამარცხა. “ფურია როხას” შემადგენლობაში გამორჩეული გახლდათ “რეალის” ნახევარმცველი, ისკო ალარკონი, რომელმაც შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა და მე-18 წუთზე ულამაზესი გოლის ავტორიც გახდა. აქედან ერთ წუთში ბუსკეტსმა თავისი მეორე სანაკრებო გოლი გაიტანა, ხოლო შეხვედრას წერტილი 55-ე წუთზე პედრო როდრიგესმა დაუსვა – 3:0.
ამავე ჯგუფში სლოვაკეთმა გასვლაზე 2:0 დაამარცხა მაკედონიის ნაკრები და კვლავ უდანარგოდ იმყოფება პირველ პოზიციაზე. სლოვაკები ესპანეთს სამი ქულით უსწრებენ.
რაც შეეხება მესამე შეხვედრას, უკრაინის ნაკრებმა ლუქსემბურგს იარმოლენკოს ჰეთ-თრიკით აჯობა გასვლაზე.

E ჯგუფში ლიდერობა განიმტკიცა ინგლისის ნაკრებმა, რომელმც ბრძოლაში დაამარცხა სლოვენია. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ 58-ე წუთზე ჰენდერსონის ავტოგოლით სტუმრები დაწინაურდნენ, თუმცა მათი სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა. ერთ წუთში ჰანდანოვიჩის კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა, რომელიც უეინ რუნიმ აქცია გოლად. შემდგომ კი, დენი უელბეკის ჯერი დადგა, რომელმაც 66-ე და 72-ე წუთებზე ორი გოლის გატანა მოახერხა – 3:1.
შვეიცარიის ნაკრები ლიტვის ეროვნულ გუნდს 66-ე წუთამდე ვერ უტანდა, თუმცა შემდეგ მეტოქის კარს გასაღები მოარგეს და ვლადიმირ პეტკოვიჩის შეგირდებმა ოთხი უპასუხო გოლის გატანა მოახერხეს.
ამავე ჯგუფში დაფიქსირდა ხმაურიანი სენსაცია, სან-მარინოს უსუსტესმა ნაკრებმა როგორც იქნა მოახერხა და შეხვედრა არ წააგო. ევროპის ყველაზე სუსტ გუნდს ესტონეთმა ვერ სძლია გასვლაზე. შეხვედრის დასრულებისთანავე სან-მარინოს ფეხბურთელებმა ისე იზეიმეს მოპოვებული ქულა, თითქოს რაიმე ტიტული მოეგოთ. ეს არცაა გასაკვირი, სან-მარინოს ნაკრებმა 61-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა და სულ ოფიციალურ დონეზე მეხუთედ არ წააგო. აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებზე სან-მარინომ ისტორიაში პირველი ქულა ჩაიწერა.

G ჯგუფში ლიდერობა გაიმყარა ავსტრიის ნაკრებმა, რომელმაც შინ უშუალო კონკურენტი რუსეთი დაამარცხა. გამარჯვების მომტანი გოლი 73-ე წუთზე ოკოტემ გაიტანა, რითაც უახლოესი მდევარი შვედეთი ოთხი, ხოლო რუსეთი ხუთი ქულით ჩამოიტოვა.
კიდევ ერთი ხმაურიანი სენსაცია მოლდოვაში დაფიქსირდა დღეს, სადაც მასპინძლებმა ლიხტენშტეინის ნაკრებთან წააგეს. სტუმართათვის ისტორიული გოლი ბურგმეიერმა გაიტანა 74-ე წუთზე – 0:1.
პოდგორიცაში შვედები იბრაჰიმოვიჩის გოლით დიდხანს უგებდნენ მონტენეგროს, თუმცა მე-80 წუთზე იოვეტიჩმა პენალტი გაიტანა და სამშობლოს ქულა მოუპოვა.

C ჯგუფი

ესპანეთი – ბელარუსი 3:0 (2:0)

უელვა, “ესტადიო ნუევო კოლუმბინო”

ესპანეთი (4-4-2): კასილასი, რამოსი, პიკე, ხუანფრანი, ალბა, კოკე, ბუსკეტსი (სორიანო 46), კასორლა (კალეხონი 69), ისკო (მორატა 80), პედრო, ალკასერი.
მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე

ბელარუსი (3-4-3): ჟევნოვი, მარტინოვიჩი (ბორდაჩევი 31), პოლიტევიჩი, იანუშკევიჩი, კრივეტსი (კისლიაკი 80), დრაჰუნი, მატვეიჩიკი, ბალანოვიჩი, ნეკაჟჩიკი, კალაჩევი, კორნილენკო (სიგნევიჩი 67).
მწვრთნელი: ანდრეი ზიგმანტოვიჩი

გოლები: 1:0 ისკო (18), 2:0 ბუსკეტსი (19), 3:0 პედრო (55).
გაფრთხილებები: ბუსკეტსი – ბალანოვიჩი, კალაჩევი, ბორდაჩევი
მსაჯი: კენ იანსენი

მაკედონია – სლოვაკეთი 0:2 (0:2)

გოლები:
0:1 კუჩკა (25), 0:2 ნემეცი (38).

ლუქსემბურგი – უკრაინა 0:3 (0:1)

გოლები:
იარმოლენკო 33;53;56.

1.

სლოვაკეთი

4

4

0

0

8:2

12

2.

ესპანეთი

4

3

0

1

13:3

9

3.

უკრაინა

4

3

0

1

6:1

9

4.

მაკედონია

4

1

0

3

4:10

3

5.

ბელარუსი

4

0

1

3

2:9

1

6.

ლუქსემბურგი

4

0

1

3

3:11

1



E ჯგუფი

ინგლისი – სლოვენია 3:1 (0:0)

ლონდონი, “უემბლი”

ინგლისი (4-3-1-2): ჰარტი, იაგიელკა (სმოლინგი 89), კეჰილი, კლაინი, გიბსი, ჰენდერსონი, უილშირი, ლალანა (მილნერი 80), სტერლინგი (ჩემბერლენი 85), რუნი, უელბეკი.
მწვრთნელი: როი ჰოჯსონი

სლოვენია (4-1-4-1): ჰანდანოვიჩი, ილიჩი, სესარი, ბრეჩკო, სტრუნა, კირმი (ლიუბიჟანკიჩი 78), კურტიჩი (როტმანი 75), კამპლი, ბირსა (ლაზარევიჩი 63), მერტელჟი, ნოვაკოვიჩი.
მწვრთნელი: სრეჩკო კატანეცი

გოლები: 0:1 ჰენდერსონი (58 ს.კ.), 1:1 რუნი (59 პენ.), 2:1;3:1 უელბეკი (66;72).
გაფრთხილებები: გიბსი, კლაინი, სტერლინგი, იაგიელკა – სესარი
მსაჯი: ოლეჟარიო ბენქუერენსა

შვეიცარია – ლიტვა 4:0 (0:0)

გოლები:
1:0 არლაუსკისი (66 ს.კ.), 2:0 შერი (68), 3:0;4:0 შაქირი (80;90).

სან-მარინო – ესტონეთი 0:0


1.

ინგლისი

4

4

0

0

11:1

12

2.

სლოვენია

4

2

0

2

4:4

6

3.

შვეიცარია

4

2

0

2

8:3

6

4.

ლიტვა

4

2

0

2

3:6

6

5.

ესტონეთი

4

1

1

2

1:2

4

6.

სან-მარინო

4

0

1

3

0:11

1



G ჯგუფი

ავსტრია – რუსეთი 1:0 (0:0)

ვენა, “ერნსტ ჰაფელ შტადიონი”

ავსტრია (4-4-1-1): ალმერი, ჰინტერეგერი, დრაგოვიჩი (პროდლი 86), კლეინი, ფუჩსი, ილსანკერი, ლეიტგები, ჰარნიკი, არნაუტოვიჩი (საბიცერი 91), იუნუზოვიჩი, იანკო (ოკოტე 59).
მწვრთნელი: მარსელ კოლერი

რუსეთი (4-1-4-1): აკინფეევი, იგნაშევიჩი, ბერეზუცკი, პარშივლიუკი, კომბაროვი, გლუშაკოვი, შიროკოვი, ჩერიშევი (იონოვი 56), ფაიზულინი (ძიუბა 75), შატოვი (ძაგოევი 81), კოკორინი.
მწვრთნელი: ფაბიო კაპელო

გოლი: ოკოტე 73.
გაფრთხილებები: ჰინტერეგერი – გლუშაკოვი, პარშივლიუკი
მსაჯი: მარტინ ატკინსონი

მოლდოვა – ლიხტენშტეინი 0:1 (0:0)

გოლი:
ბურგმეიერი 74.

მონტენეგრო – შვედეთი 1:1 (0:1)

გოლები:
0:1 იბრაჰიმოვიჩი (9), 1:1 იოვეტიჩი (80 პენ.).

1.

ავსტრია

4

3

1

0

5:2

10

2.

შვედეთი

4

1

3

0

5:3

6

3.

რუსეთი

4

1

2

1

6:3

5

4.

მონტენეგრო

4

1

2

1

3:2

5

5.

ლიხტენშტეინი

4

1

1

2

1:6

4

6.

მოლდოვა

4

0

1

3

2:6

1

0.167158