სტამბოლის "გალათასარაის" ხელმძღვანელობამ, შესაძლოა, იტალიელი სპეციალისტი ჩეზარე პრანდელი დაკავებული თანანმდებობიდან გაანთავისუფლოს. ბოლოდროინდელი წარუმატებელი თამაშის ფონზე, ბუნებრივია თურქები იტალიელი სპეციალისტით უკმაყოფილონი არიან.
გასულ კვირაში "გალათასარაიმ" ჩემპიონთა ლიგაზე "დორტმუნდთან" შინ 0:4 წააგო, იგივე ანგარიშით დამარცხდა გუნდი თურქეთის სუპერლიგაში "ბასაკშეჰირთანაც", ჩეზარე პრანდელი კი მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე არ გამოცხადდა.
იტალიური მედიის ინფორმაციით, კლუბის ახალარჩეული პრეზიდენტი დუიგუნ იარსუვატი პრანდელის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებს.
"გალათასარაის" ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ფელიპე მელომ კი იტალიელი სპეციალისტი დაიცვა. სამხრეთამერიკელის განცხადებით, სამარცხვინო წაგებაში მხოლოდ ფეხბურთელების დადანაშაულება შეიძლება.