ჩოგბურთი

14:40 | 27.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი: “ასეთი სუსტი ნადალი არასოდეს მინახავს”

როგორც ყველა, როჯერ ფედერერიც გაოცებული იყო ბაზელის მეოთხედფინალში ნადალის 17 წლის ხორვატ ბორნა ჩორიჩთან წაგებით.

“არავინ ელოდა, რომ რაფა წააგებდა. გაოცებული ვარ, ეს არ იყო ის ნადალი, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ. არ მინდა ჩორიჩს კარგი თამაში დავუკარგო, მაგრამ ასეთი სუსტი რაფაელი არასდროს მინახავს. არ მესმის მისი, რადგან მე არასოდეს გავაკეთებდი - ჯერ შანხაიში ითამაშა ანტიბიოტიკებით და ტკივილით, შემდეგ ბაზელში და ახლა ასრულებს სეზონს, რადგან ოპერაცია ჭირდება. მაგრამ მხოლოდ მან იცის, როგორ გრძნობს თავს” – ფედერერის სიტყვებს Tennis.com ციტირებს.

0.128279